საკონსტიტუციო  სარჩელი  

21 ივნისი 2018, 00:00 1814 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყო არსებითი განხილვა საქმეზე, რომელიც ნარკოტიკული საშუალების გარკვეულ ოდენობაზე საპატიმრო სასჯელის გაუქმებას ეხება. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს, რომელითაც ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენა და დამზადება თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მოსარჩელეები ფიქრობენ, რომ პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობის შემთხვევაში პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული სასჯელია. გასაჩივრებული ოდენობების ნაწილში განსხვავებული მოსაზრება აქვს მოპასუხე მხარეს. პარლამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ რეგულაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ნარკოტიკის რეალიზაციის რისკებს პასუხობს და სასჯელი დანაშაულის თანაბარზომიერია. საქმეს, რომელიც ნარკოდანაშაულში მსჯავდებულ 9 პირს ეკუთვნის, პირველი კოლეგია განიხილავს. მოსამართლეები დღეს მოწმის სახით ექსპერტებს კითხავენ.

განახლებული:

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი