სხალთის ეპისკოპოსი ხულოს მუნიციპალიტეტის შენობაში კვლევითი ინსტიტუტის გახსნას ითხოვს

20 ივნისი 2018, 00:00 1610 ნახვა

სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხულოს  მერიის  შენობაში გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გახსნას ითხოვს. მიტროპოლიტი სპირიდონი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს თითქმის ორ-საათნახევრის განმავლობაში აცნობდა ინიციატივის მნიშვნელობას.

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ინსტიტუტი ძირითადად საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში პროფესიონალი კადრების გადამზადებას შეუწყობს ხელს.  შეხვედრაზე განიხილეს  ვერსია, რომ ტერიტორია შესაძლოა უცხოელ ინვესტორზე გასხვისდეს და ადგილზე სასტუმრო ან გასართობი კომპლექსი განთავსდეს. ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ინსტიტუტის განთავსების მოთხოვნით სხალთის ეპარქიის წერილობითი მიმართვა უკვე შესულია, თუმცა ჯერ იგი განხილვის საგანია.

ცოტა ხანში ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია  ყოფილი საავადმყოფოს შენობაში გადავა. მას რეაბილიტაციას თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ჩაუტარებს. აჭარის მთავრობაში ირწმუნებიან, რომ თურქი ბიზნესმენი სანაცვლოდ არაფერს მიიღებს.

ამავე კატეგორიაში