დანაგვიანებული მდინარეების და დანაგვიანებული ზღვა – მთელი დღეა ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მდინარეების კალაპოტებს წმენდენ. ამოტანილი ნარჩენი იმდენად დიდი რაოდენობისაა, რომ როგორც ტავად ამბობენ, მას მდინარეზე დამაგრებული სპეციალური დამჭერები ვეღარ აკავებს.
ამ გზით კი ზღვაში ხვდება. ის რომ შავი ზღვის საქართველოს წყლები ყველაზე მეტადაა დაბინძურებული ხილვადი ნარჩენებით, ანუ იგივე პლასტმასის ბოთლებითა და ხისა თუ, მეტალის მასალით, ეს ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ 2 წლის წინ დაადასტურა. ამის ხელშემწყობად მოქალაქეების მიერ საყოფაცხოვრებო ნივთების მდინარეებში გადაყრა სახელდება.
სპეციალისტები მაშინაც ამბობდნენ და დღესაც აცხადებენ რომ დანაგვიანების შესამცირებლად მოქალაქეებში ცნობიერების ამაღლება და ჯარიმების გამკაცრებაა აუცილებელი.