„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, პრაქტიკულად, მზად არის და მთავრობა ამ სიას პარლამენტს დამტკიცებისთანავე წარუდგენს“ – ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის წარდგენა 15 ივნისამდე დაავალა, რაც რეზოლუციითაც განისაზღვრა. საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი 106 ხმით 16 მარტს დაამტკიცა.