კოღოს საწინააღმდეგო სადეზინსექციო სამუშოები მიმდინარეობს სარფიდან ანაკლიამდე სანაპირო ზოლში მდებარე ყველა საცხოვრებელი კორპუსის სარდაფებსა და სადარბაზოებში. სადენზისექციო ხსნარი უსაფრთხოა მოქალაქეებისთვის.
სამუშაოების ფარგლებში რეგიონში მილიონ 520 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია დამუშავდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს ერთ წლამდე ასაკის ბავშვები საღამოს საათებში სანაპიროზე არ ასეირნონ.