ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს 

19 ივნისი 2018, 00:00 1708 ნახვა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით დააკავეს. დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 38 წლის ედნარ მსხალაძე, 41 წლის ლეიმონა დვალიშვილი და 68 წლის მანსურ პეტრენდიშვილი 15 და 17 ივნისს სოფელ დისევის და სოფელ არცევის მახლობლად დააკავეს.

''ედნარ მსხალაძე ქართულ მხარეს საჯარიმო სანქციების გარეშე გადაეცა, დვალიშვილისა და პეტრენდიშვილის საქმეები კი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა ცხინვალის რაიონულ სასამართლოს გადასცა“, - განაცხადეს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი