დემოკრატიული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში 

18 ივნისი 2018, 00:00 1456 ნახვა

 „დემოკრატიული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში”- თემაზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა და  საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ერთობლივი კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები  გაასაჯაროვეს.

შეხვედრაზე  იმ კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს, რომელთა დროული რეფორმირება აუცილებელია უსაფრთხოების სექტორის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბევრი რამ, რაც  არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებშია მოცემული, უკვე არის პასუხგაცემული.

მესამე სექტორის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში მითითებულია, რომ უსაფრთხოების სამსახური ჭარბ უფლებამოსილებას ფლობს და არ არსებობს მასზე ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი უწყება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი