''ბორჟღალოსნების'' კიდევ ერთი გამარჯვება

17 ივნისი 2018, 00:00 1610 ნახვა

39-ით 31 საქართველოს სასარგებლოდ “ბორჯღალოსნებმა” ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდიის ნაკრები დაამარცხეს. მატჩის პირველ წუთებში გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს.

მე-3 წუთზე ლელო მოლის შემდეგ ჯაფარიძემ დადო, ხოლო მე-8 წუთზე იმავე ილეთით შოტლანდიელებს ხუთი ქულა სმიტმა მოუტანა. თამაშის ბოლო წუთებში საქართველომ მეტოქის ნახევარზე ბურთი მოიპოვა, შოტლანდიელები დაჯარიმდნენ და აბჟანდაძემ გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა.

ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთიდან სამი მატჩი მოიგეს და მე-9 ადგილი დაიკავეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი