დღეს ბათუმელებსა და აჭარის სტუმრებს განსაკუთრებული საღამო ელოდებათ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ,,ოდესა კლასიკ ბათუმი ვიკენდი გაიმართება.
ღონისძიებაზე ესტონეთის სახელმწიფო მუსიკალური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი, ალექსეი ბოტვინოვი და გიორგი ცაგარელი, გია ყანჩელისა და სერგეი რახმანინოვის უკვდავ ნაწარმოებებს წარმოადგენენ. კონცერტი საქართველოსა და ესტონეთის 100 წლის დამოუკიდებლობის იუბილეს ეძღვნება. პროექტი სახელწოდებით ,,ყველას უყვარს საქართველო“ უკვე გაიმართა დედაქალაქში.