მარნეულის მერს პატიმრობა შეეფარდა

15 ივნისი 2018, 00:00 1496 ნახვა

მარნეულის მერს თეიმურაზ აბაზოვს აღკეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აბაზოვი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.  მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

 მარნეულის ინციდენტზე ბრალდებული მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების სხდომა დღეს გაიმართება. მოქალაქის  ცემის ფაქტზე ბრალდებული არიან - პარლამენტის წევრი, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ - რამინ ალახვერდიევი და მარნეულის მერის ნათესავი.

პროკურატურა მათთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს. პროკურორის განაცხადებით, გამოძიებისა და სასამართლო განხილვების ეტაპზე მათი დაპატიმრების საჭიროება არ დგას. პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება. მარნეულის მკვიდრს, ელჩინ ალახვერდიევს, მოაშარდინეს, შემდეგ კი სახეზე წაასმევინეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი