ბათუმში ბავშვი მოკლეს - მკვლელი დაკავებულია

14 ივნისი 2018, 00:00 4502 ნახვა

ბათუმში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახის ახლობელმა მოკლა. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია ერთი მოქალაქე, რომელსაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აზუსტებს ინფორმაციას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი