ფორუმი ''საქართველოს ევროპული გზა''

14 ივნისი 2018, 00:00 1688 ნახვა

ევროპის, რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და აღნიშნულ პროცესებში საქართველოს და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების როლი-ამ საკითხებზე ბათუმში მსჯელობენ.

''საქართველოს ევროპული გზა'' უკვე მეთხუთმეტედ იმართება. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და სხვადასხვა თემატურ სამუშაო სესიაზე მონაწილეები ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე იმსჯელებენ. სიტყვით უკვე გამოვიდნენ  საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი.

განახლებული:

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში