არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით მარნეულის მერი დააკავეს

13 ივნისი 2018, 00:00 2057 ნახვა

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს.  ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.  პროკურატურაში ამბობენ, რომ აბაზოვის დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობას უკავშირდება. ფაქტზე საქართველოს პროკურატურა გამოძიებას უკვე ორი დღეა აწარმოებს. 

 12 ივნისს კი მარნეულის სათემო რადიომ და  სტუდია მონიტორმ  გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ, მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და  საკუთარი შარდით სახის დაბანა აიძულეს.

„2018 წლის 11 ივნისს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. მარნეულში, ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას“, - აცხადებენ პროკურატურაში. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში