საპიკნიკე ადგილებს მოაწყობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქედასა და შუახევში. სრული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ქედაში ახალი ტურისტული სივრცე სოფელ დანდალოს ხიდთან მოეწყობა, შუახევში კი ნენიის ხიდთან. ახალი სივრცეები მაღალმთიან აჭარაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა გაიხსნას. სატენდერო წინადადებების მიღება ივნისის ბოლოს დასრულდება.