დადგენილი ნორმების შესაბამისია ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები აჭარაში – ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღეს გასაჯაროვდა. მიკრობიოლოგიური გამოკვლევა 6 მაჩვენებელზე ჩატარდა.
მონიტორინგი სარფიდან ჩოლოქამდე მონაკვეთს მოიცავს, დადგინდა რომ წელსაც ყველაზე კარგი მაჩვენებლები გონიო-კვარიათსა და მწვანე კონცხზე ფიქსირდება. მონიტორინგს აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო აწარმოებს.