ბათუმში. ერთი საათის შუალედში, ორ მოქალაქეს ოქროს ყელსაბამი ჩამოგლიჯეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. პირველად, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი ქალს 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში დაესხა თავს. მან თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და მძარცველმა ჩამოწყვეტილი ნივთის წაღება ვერ მოახერხა. თვითმხილველი ყვება, რომ მძარცველს ოქროს ნივთი დაუვარდა და გაქცევა ამჯობინა, ქალს კი ყელი აქვს დაზიანებული.
შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, იგივე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, იგივე პიროვნება სხვა ქალს დაესხა თავს და ამჯერად, ოქროს ნივთების წაღება მოახერხა.
მოქალაქეებმა სამართალდამცველები გამოიძახეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ქურდის ვინაობის დადგენა ვიდეოკამერებით არის შესაძლებელი.
ამ ქუჩებზე პოლიცია იყო მობილიზებული, სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 168 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. დამნაშავე ჯერ დაკავებული არ არის.