ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
დაშავებული მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
გორგილაძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში ავარია მოხდა.