შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის წევრი გათავისუფლებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი.