აჭარის სავაჭრო პალატაში მეწარმეებისთვის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გასაცნობად ტრენინგი მიმდინარეობს. რაც უფრო მეტი კომპანია იქნება ჩართული და მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო შესყიდვებში, მით უფრო გაიზრდება მიწოდების ხარისხი - აცხადებენ ტრენინგის ორგანიზატორები.
მეწარმეების თქმით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია რადგან ყოველწლიურად 4 მილიარდ ლარამდე იხარჯება სახელმწიფო შესყიდვებში.