სანაპირო კურორტებზე მომდევნო 5 დღის განმავლობაში მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება, სითბოს შეგრძნებითი ინდექსი +30, +32°, ზღვის წყლის ტემპერატურა კი 23 გრადუსამდე მოიმატებს.
16 ივნისამდე საქართველოში ამინდს განსაზღვრავს შავი ზღვის სამხრეთ - დასავლეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერისა და ჩრდილო აღმოსავლეთიდან შემოსული შედარებით გრილი ჰაერის ნაკადის ურთიერთქმედება, რის ფონზეც დასავლეთში მზიანი და ცხელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი დროგამოშვებით წვიმიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი .
ჰაერის ტემპერატურა, როგორც დასავლეთის დაბლობში, ასევე აღმოსავლეთის ბარში +28, +33 გრადუსი იქნება.
უნალექო ამინდი ელოდება აჭარის მთიან რაიონებს, სადაც ჰაერის +27, +29 გრადუსამდე გათბება.