''ნუ მომკლავ'' აქცია პარლამენტის წინ /პირდაპირი/

10 ივნისი 2018, 00:00 2450 ნახვა

ზაზა სარალიძის და მისი მხარდამჭერების აქცია პარლამენტთან ამ წუთებში მიმდინარეობს. #ნუმომკლავ ​ საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყო. აქციის ერთი საათით დაგვიანების, მიზეზი რეგიონებიდან ხალხის ჩამოსვლას უკავშირდებოდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ქვეყანაში  სისტემის შეცვლას, სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. 

პარლამენტის წინ მიმდინარე  აქციის გამო, რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

ადგილზე უსაფრთხოებისთვის მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, გუშინ, გვიან ღამით მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის ტექნიკაც შეიყვანეს, რომელთა ნაწილიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოშია გაჩერებული. სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება პარლამენტის ეზოში.

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი