საპროტესტო აქცია სარფში. აქციის მონაწილეებმა ეკლესიის გვერდით სამორინეს არსებობა გააპროტესტეს და კაზინომდე ხატით მსვლელობა მოაწყვეს. ისინი სამორინეს ნაცვლად ახალგაზრდული სპორტული ცენტრის გახსნას მოითხოვენ.
მანამდე სარფის ეკლესიის გვერდით სამორინეს გახსნა სასულიერო პირებმა გააპროტესტეს. ბოლოს აქცია აქ რამდენიმე დღის წინ გაიმართა.