ზედიზედ მეორედ ზაზა ფაჩულია და "გოლდენ სტეიტი" ენბიას ჩემპიონი გახდა! ფინალური სერიის მე-4 შეხვედრაში "უორიორსმა" "კლივლენდი" 108 :85 დაამარცხა.
სტუმართა ქართველმა ცენტრმა 2 წუთსა 47 წამში 2 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტეფ კარი იყო37 ქულით. "გოლდენ სტეიტი" ისტორიაში ენბიას ჩემპიონი მეექვსედ გახდა, ზაზა ფაჩულია კი მეორე საჩემპიონო ბეჭედი მფლობელი.