მოქალაქემ ბათუმში ცენტრალური გზა ქვა-ღორღით დაანაგვიანა და დარღვევის შესახებ თავად განაცხადა

08 ივნისი 2018, 00:00 3644 ნახვა

ბათუმში, ​არასახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევაზე მოქალაქე 200 ლარით დაჯარიმდა. 

რუსთაველის ქუჩაზე მან საავტომობილო გზის ნაწილი,  ქვა-ღორღით დაანაგვიანა, სანდასუფთავების სამსახურში თავად დარეკა და დარღვევის შესახებ მაკონტროლებლებს აცნობა. 

შემთხვევა გუშინ მოხდა. სამსახურის წარმომადგენლებმა მოქალაქეს ჯარიმა გამოუწერეს, ტერიტორია კი მალევე მოაწესრიგეს.

მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები ხშირია. არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები ტერიტორიას ტოვებენ და შემდეგ მათი ძებნა ვიდეოჩანაწერების დახმარებით უწევთ.

​''ცემენტი მიქონდა და რუსთაველისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში დაეყარა. ბათუმში ბევრი მშენებლობა და შესაბამისად სამშენებლო მასალები ხშირად გადააქვთ. შეტყობინება ძირითადად ბათუმის მერიიდან შემოდის. ასევე ჩვენი ჯგუფები ქალაქში მონიტორინგს ახორციელებენ და დარღვევებს აფიქსირებენ. ამ შემთხვევაში მოქალაქემ დარეკა. პატიოსანი ადამიანებიც არიან. ამ შემთხვევაში გაფრთხილებას ვერ მივცემდით, რადგან შემთხვევა ქალაქის ცენტრში იყო. არიან ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან ჯარიმის შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით მოქალაქეებს ვაფრთხილებთ კიდეც. რაც შეეხება საჯარი თანხებს, ეს ნარჩენების მართვის კოდექსითაა გაწერილი'' - აცხადებს სანდასუფთავების ​​მონიტორინგისა და ზედამხეველობის სამსახურის უფროსი შოთა თოდაძე.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი