ვაშლოვანში ბეტონის ქარხნის მშენებლობა გაგრძელდება

08 ივნისი 2018, 00:00 2498 ნახვა

ვაშლოვანში მცხოვრებლების ბრალდებებს, ბეტონის ქარხნის დირექტორი ეხმაურება. შპს „აისის „ -ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქარხნის ადგილმონაცველობა დაგეგმილი არ არის და შეჩერებულ  სამშენებლო სამუშაოებს ერთ კვირაში განაახლებს.

კომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ სამუშაოები გარემოს არ  აბინძურებს და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს პრობლემებს არ შეუქმნის. მისივე განმარტებით, შესაბამისი დასკვნები აქვს, სადაც აღნიშნულია  რომ ქარხნის ამოქმედება გარემოზე უარყოფითად არ იმოქმედებს, სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე გეგმავს მერიისგან განმეორებით სამუშაოების განახლების უფლების ნებართვის მიღებას. კომპანიის სამომავლო გეგმებში მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქარხნის მშენებლობა შედის, სადაც გაბიონიოს მშენებლობისთვის მასალებს დაამზადებენ.

კომპანიაში განმარტავენ რომ ქარხნის მშენებლობისთვის ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა და სამუშაოებში ადგილობრივები ჰყავს დასაქმებული. კომპანიის დირექტორს ხულოს მერიაში შეხვედრა ჰქონდა, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეგახსენებთ, ვაშლოვანის მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან ბეტონის ქარხნის მშებლობას აპროტესტებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი