სკეიტბორდის პარკის რეაბილიტაცია იწყება

07 ივნისი 2018, 00:00 2346 ნახვა

შესაძლოა, წელს იმ მოედნის მოწყობა დასრულდეს, რომლის მშენებლობაც 5 წლის წინ დაიწყო და რისთვისაც 250 ათას ლარი დაიხარჯა. წელს სკეიტბორდის მოედნისთვის ბულვარის ადმინისტრაციამ დამატებით 85 ათასი ლარი გამოყო.

მოედანი არდაგანის ტბასთან 1 142 კვადრატულ მეტრზე უნდა მოეწყოს. მოწესრიგდეს ზედაპირი და გარე განათების სისტემა, ასევე შეიღებოს და შეკეთდეს ლითონის მოაჯირები და ღობე. სატენდერო წინადადებების მიღება 21 ივნისს დაიწყება.

როგორც უკვე გითხარით ახალ ბულვარში სკეიტპარკის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მაშინ სამშენებლო კორპორაცია  ,,ხიდმა” გაიმარჯვა, თანხა დახარჯა თუმცა მშენებლობა ვერ დაასრულა.

ზღვისპირა პარკის ადმინისტრაციამ კომპანიას უჩივლა. დავა ბათუმის ბულვარის სასარგებლოდ დასრულდა და კომპანიას პირგასამტეხლოსა და შეუსრულებელი სამუშაოების გამო ჯარიმაც დაეკისრა. განმეორებით ტენდერი 2014 წელს ორჯერ გამოცხადდა, თუმცა მაშინ მონაწილეობა არავის მიუღია. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი