ბათუმის მერია ავტოსადგურის შენობის გამოსყიდვას გეგმავს

07 ივნისი 2018, 00:00 6170 ნახვა

როდის შეუცვლიან ადგილს ბათუმის მთავარ ავტოსადგურს? ყველასთვის ცნობილია, რომ მოძველებული სადგური ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, მოუწესრიგებელია მთელი ტერიტორია.

მფლობელები ამბობენ, რომ დაბალი მოგების გამო ვერ ახერხებენ რესტავრაციას და სადგურის გაახლებას. მერია კი მათ კომპენსაციას სთავაზობს, სანაცვლოდ სადგურის შენობის დანგრევას და ე.წ. ჰაბის სხვაგან გადატანას გეგმავს.

ირინე წუწუნავამ გაარკვია რომ ამ ეტაპზე ქონების აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელებისთვის შეთავაზება არაა მისაღები, ამბობენ რომ პირობას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან თუ საკომპენსაციო თანხა, მათი შეფასებით, ადეკვატური იქნება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში