აჭარის დასაქმების სააგენტომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. უწყება პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 8 პირს აძლევს.
პროექტი მიზნად ისახავს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ, მოკლევადიან სასწავლო მოდულის საშუალებით პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენასა და გადამზადებას. პროგრამას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.