ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღევანდელ შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის საქმეს განიხილავენ. შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხსაც განიხილავენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, განცხადებით, საუბარი შეეხება პრეპარატების ან სხვადასხვა მასალის გადმოცემასრომელიც შეიძლება აღმოჩნდეს საყურადღებო გამოძიებისთვის ან ექსპერტიზისთვის“. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა დასმულ საკითხზე და მათ შორის, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიაღწიონ კონკრეტულ შედეგებს.