პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია დაამძიმა და გამოძიება უკვე წამების მუხლით მიმდინარეობს. იყო თუ არა მის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები გარდაცვალების მიზეზი? - ამ კითხვას პასუხი კომპლექსური ექსპერტიზის შემდეგ გაეცემა. ტატუნაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გმირს სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა.
დღეს მოკლულის მამა ადვოკატთან ერთად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივიდა და იმ კითხვებზე მიიღო პასუხები, რაც ოჯახს ექსპერტიზის შემდეგ გაუჩნდა. “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხზე საერთაშორისო სასამართლოში გადაწყვეტილება მიღებული იყოს”-ასეთია ხელისუფლების პოზიცია.