საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს დღეს, 17:07 საათზე 4.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 26 კმ-ში იყო.
გუშინ მიწისძვრა იყო აზერბაიჯანში. 22.40 საათზე 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 15 კმ-ში დაფიქსირდა.
თბილისში მიწისძვრის შეგრძნებითი ინდექსი მაგნიტუდით 4-დან 4,5 -მდე იყო. დედაქალაქში მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმა განმეორდა.