აღდგენითი სამუშაოები ქედაში

13 ივლისი 2016, 00:00 3154 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში, სტიქიის დროს სოფელ გუნდაურსა და გარეტყესთან დამაკავშირებელი დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს სოფლებში აჭარის საგზაო დეპარტამენტის 4 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობდა. უწყების ინფორმაციით, კაპიტალური გზის მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, როცა აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან საჭირო თანხები გამოიყოფა. შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტს 190 ათასი ლარის, საგზაო ინფრასტრუქტურას კი 370 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. მილიონობით ლარი იზარალა კერძო სექტორებმაც.

ამავე კატეგორიაში