მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს

06 ივნისი 2018, 00:00 1579 ნახვა

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მეტრო დღეს, სავარაუდოდ, 14:00 საათისთვის ამუშავდება – ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

გაფიცულებმა გადაწყვეტილება თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.  მოგვიანებით კარვები აიღეს და გლდანი დეპოს ტერიტორია დატოვეს.

კახა კალაძეს  მემანქანეები გვიან ღამით შეხვდნენ.  ისინი აცხადებენ, რომ თბილისის მერიასთან შეთანხმება მიღწეულია. ჯერ უცნობია, რამდენი პროცენტით გაიზრდება მათი ხელფასები, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება.

თბილისის მეტროპოლიტენი მესამე დღეა გაჩერებულია. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება უფასოა. 

მემანქანეები კვირას გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი