ბათუმის მერიაში საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას მუნიციპალური სერვისების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძირითადი სამუშაოები კეთილმოწყობასა და ინფრასრუქტურას უკავშირდება.
პროექტის უმეტესობა ქალაქის გარე უბნებშია დაგეგმილი. კერძოდ ჭაობსა და გონი გოროდოკში. ბათუმის მერის თქმით ამ ეტაპზე 40 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა.