მესამე სექტორი წულუკიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს-შეფასებები პარლამენტში

05 ივნისი 2018, 00:00 1621 ნახვა

მთავარი პროკურორის შესარჩევ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები არ ჩაერთვებიან. პროცესთან დაკავშირებით მესამე სექტორმა პრესკონფერენცია გამართა. ისინი პრემიერმინისტრს მიმართავენ, გადააყენოს თანამდებობიდან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მათი თქმით, პროკურატურაში არსებული პრობლემები არაეფექტური მართლმსაჯულების რეფორმის ბრალია, რაზეც სახელმწიფოს არასდროს ქონია ადექვატური რეაგირება. ისინი არ აპირებენ მინისტრთან ერთად ჩაერთონ კონსულტაციებში, რადგან მათი თქმით, ის ვერ შეარჩევს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ღირსეულ პირს. 

იუსტიციის მინისტრმა, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები გუშინ დაიწყო. კონსულტაციებში მონაწილეობისთვის წერილი დაეგზავნათ ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს. როგორც უკვე მოისმინეთ, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მესამე სექტორი არ ერთვება და უნდობლობის გამო ისინი თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ. საკითხზე პარლამენტში უკვე გაკეთდა შეფასებები.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში