,,როგორ გავაძლიეროთ ქალები მუნიციპალიტეტებში“-თემაზე დისკუსია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის ორგანიზებით გადაწყვეტილების მიმღებ, ლიდერ კაცებთან გაიმართა. შეხვედრაზე ქალთა პოლიტიკური გაძლიერების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
დისკუსიის მიზანი იმ ლიდერი კაცების გამოვლენაა, რომლებიც სამომავლოდ გენდერული თანასწორობის იდეის მხარდამჭერები გახდებიან და რომლებიც მხარს დაუჭერენ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა დაწინაურებას.