ვაკის პარკის აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას სპეციალური საგამოძიებო კომისიის საზოგადოებისთვის სანდო პირებით დაკომპლექტებასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მონაწილეების დასჯას მოითხოვენ.
აქციის წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მხარს უჭერენ ზაზა სარალიძეს და ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ პარტიას. აქციების – „სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“ მონაწილეები გიორგი კვირიკაშვილს დროს შესახვედრად სამ საათამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მასშტაბური აქციების ჩატარებას აპირებენ.