9 არასამთავრობო პრემიერს თეა წულუკიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს

05 ივნისი 2018, 00:00 2137 ნახვა

"მოქმედ მინისტრს არ აქვს მორალური უფლება წარმართოს პროცესი და შეარჩიოს კიდევ ერთი ახალი მთავარი პროკურორი, რადგან ყველა წინა პროცესი არ იყო ეფექტური. თეა წულუკიანმა 5-ჯერ შეიცვალა პროკურორი, მაგრამ ამ უწყებამ საზოგადოების ნდობა მაინც ვერ მოიპოვა" - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ერთობლივად, ბრიფინგზე გააკეთეს. 

9 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ მართლმსაჯულების რეფორმა იყო არაეფექტური, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება, ამიტომ ისინი წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. 
"წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა იყო არაეფექტური, ამიტომ არის პრობლემები პროკურატურაში და მართლმსაჯულებაში . ამაზე არ იყო ადეკვატური რეაგირება ხელისუფლების მხრიდან, არ იყო პოლიტიკური ნება რომ ჩატარებულიყო მართლმსაჯულების რეფორმა" - ფიქრობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები და საქართველოს პრემიერს მოუწოდებენ თანამდებობა დატოვოს თეა წულუკიანმა. 

"მოვუწოდებთ გიორგი კვირიკაშვილს თანამდებობიდან გადააყენოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რადგან მან თავი ვერ გაართვა მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებას ქვეყანაში. ვფიქრობთ, რომ არ იქნება სწორი ჩავერთოთ მასთან ერთად პროკურორის არჩევის კონსულტაციაში, ჩვენ მასთან ერთად მაგიდასთან არ დავჯდებით.  უარს ვამბობთ ამ კონსულტაციებში მონაწილეობაზე, რადგან თეა წულუკიანი არ არის მოწოდებული შეარჩიოს ღირსეული კანდიდატი". 

 

 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში