ბათუმში ორი მეთორმეტე კლასელი ავარიის დროს დაშავდა

01 ივნისი 2018, 00:00 20183 ნახვა

სასკოლო ბანკეტზე მიავალი ორი მე-12 კლასელი ავარიის შედეგად დაშავდა. შემთხვევა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შედეგად დაშავდა ორი მე-12 კლასელი, რომლებიც მანქანაში იმყოფებოდნენ.  

დაშავებულები “ბაუში" მსუბუქი დაზიანებებით მიიყვანეს. 

"რამდენიმე მოზარდი იყო დაშავებული, თუმცა უმრავლესობას მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნებოდა. შემთხვევა კლინიკა “ბაუ"-ს წინ მოხდა, ამიტომ ჩვენმა ბრიგადამ ორი დაშავებული, მცირე დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანა"- ამბობენ ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში.  

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე კატეგორიაში