საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან

01 ივნისი 2018, 00:00 2323 ნახვა

საპროტესტო აქცია დედაქალაქში სწორედ  მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, საიდანაც მოგვიანებით მსვლელობით მათ ქვეყნის საგამოძიებო უწყებასთან გადაინაცვლეს.

თანადგომისთვის  მოსახლეობას მუკლული დავით სარალიძის მამამ მიმართა. აქციაზე რამდენიმე წუთში მივიდნენ რიგითი მოქალაქეები, საზოგადოებისთვის ცნობილი  სახეები, საქართველოს პირველი ლედი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაწევრი მოსამართლე ანა დოლიძე.

აქციას შეურთდა პანკისის ხეობაში,  სპეცოპრაციის დროს მოკლუკლი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. ოჯახს სოლიდარობა 51-ე სკოლის მოსწავლეებმაც გამოუცხადეს, სადაც გარდაცვლილი არასრულწლოვნები სწავლობენ.  მოგვიანებით აქციამ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა, რომელსაც ქვეყნის სხვადსხვა რეგიონის მკვიდრი შეურთდა. 
 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში