"დაუყოვნებლიც დაისაჯოს ყველა ვინც დანაშაული ჩაიდინა, ვინც დაფარა, ვინ მოკლა. დაუყოვნებლივ გადადგეს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული დამნაშავეების დაფარვაში. არ მივცემ არავის უფლებას, შებღალონ ჩემი შვილის ღირსება... ან დავანგრევ ამ სისტემას, ან მომკლან ახლავე... დაჩეხეს ჩემი შვილი და მკვლელი არსად არი" - აცხადებს მოკლული დავით სალარიძის მამა ზაზა სალარიძე, რომელიც პროკურატურასთან იმყოფება.
მოკლული მოზარდების ოჯახები ითხოვენ, დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც გააყალბეს და ხელი დააფარეს მკვლელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სადაც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორი არასრულწლოვანი ნაწილობრივ გაამართლა, გარდაცვლილის ოჯახი წევრებმა, პროტესტის ნიშნად პროკურატურასთან გადაინაცვლეს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.