სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრიდან ვაზის რეალიზაცია დაიწყო. სანერგე მეურნეობაში ვაზის 6 ჯიშის -ჩხავერის, ცოლიკაურის, ციცქას, საწურის, იტალიასა და პრიმას 30 ათასამდე ნერგია გამოყვანილი, რომლებიც ხეხილოვანი კულტურების გაშენების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულ ფერმერებს 70%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემათ.
სარეალიზაციო ფასი კი 3 ლარია. პროგრამის მიზანია მევენახეობის განვითარების ხელშეწყობა. ამჟამად რეგიონში ვენახი 273 ჰექტარზეა გაშენებული.