ხორავას ქუჩაზე ამოღებული მაკრატელი ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადას დარჩა - პროკურატურა

29 მაისი 2018, 00:00 1400 ნახვა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილის ვიდეოკადრები გაასაჯაროვა. კადრებზე აღბეჭდილია ის ადგილები, სადაც დაპირისპირება მოხდა, ასევე ნაჩვენებია ნივთმტკიცებები, რომლებიც საქმეში დევს, მათ შორის დანა, რომლითაც მოზარდები მოკლეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება პირველივე დღიდან მოუწოდებდა ყველას, რომ ეთანამშრომლათ გამოძიებასთან, თუმცა ყველამ არ ითანამშრომლა. პროკურატურის ცნობით, შემთხვევის ადგილიდან სულ ამოღებულია 22 ობიექტი, მათ შორის სამედიცინო მაკრატელიც, თუმცა ამ მაკრატლით ჭრილობები მიყენებული არ ყოფილა, არამედ ეს მაკრატელი შემთხევვში ადგილზე მედპერსონალს დარჩა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი