თავდასხმის შედეგად დაჭრილი ქალი მართვით სუნთქვაზეა

28 მაისი 2018, 00:00 3870 ნახვა

ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დაჭრილი ქალის საქმეზე თვითმხილველები გამოკითხეს, გამოკითხულია ოჯახის წევრიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე კონკრეტულს არაფერს ამბობენ, აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

დამნაშავე არაა დაკავებული და ამ დრომდე იძებნება. რაც შეეხება დაჭრილი ქალის მდგომარეობას, იგი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში