საქართველოს პირველი კონსტიტუცია ბათუმში დაიბეჭდა

26 მაისი 2018, 00:00 1698 ნახვა

სწორედ 1921 წლიდან დაიწყო ქვეყნის გასაბჭოება. მაშინ როდესაც წითელი არმია უკვე იდგა დედაქალაქში, ეროვნული მოძრაობის ეპიცენტრი იყო ბათუმი. ზღვისპირა ქალაქში დაიბეჭდა პირველი კონსტიტუცია, რომელსაც საფუძვლად დაედო 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი.

ეს იყო ევროპული ღირებულებების ნორმატიული აქტი, დოკუმენტი რომელშიც გათვალისწინებული იყო, ეროვნული უმცირესობების უფლებები, გენდერული თანასწორობის საკითხები და ტერიტორიული მოწყობა. კონსტიტუციონალისტებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ პირველ ქართულ უზენაეს კანონთან მიმართებით, თუმცა ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი კანონთა კრებული 21-ე საუკუნის გამოწვევებსაც პასუხობს.

ამავე კატეგორიაში