საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ულოცავს

26 მაისი 2018, 00:00 2056 ნახვა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს. ტვიტერ-ის გვერდზე ნათქვამია, რომ ელისაბედ მეორემ წერილი პრეზიდენტ მარგველაშვილს სახელზე გამოაგზავნა.

“დიდი სიამოვნებით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, კერძოდ კი იმ წელს, როდესაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავთ. საუკეთესო სურვილებით გიერთდებით და გისურვებთ ქართველ ხალხს იღბალს და ბედნიერებას. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენი ქვეყნების მჭიდრო ისტორიულ კავშირს და ველოდები მეგობრობის და თანამშრომლობის გაგრძელებას”, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს დედოფლის წერილში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი