ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2010 წელს შეცვლილი საზღვრები კიდევ ერთხელ უნდა შეიცვალოს – გამოკითხვა საკრებულოში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა ჩაატარა და 4-თვიანი მუშაობაც დაასრულა.
საუბარია დაბის ტერიტორიაზე, რომელიც ახლა ბათუმს ეკუთვნის, ანუ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ამჟამად არ აქვს ადმინისტრაციული ცენტრი, ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს შენობები კი ბათუმის საზღვრებშია მოქცეული.
ტერიტორიების დაბრუნებაზე სამსჯელოდ მზადაა ბათუმის მერია. საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ მთავრობა, მოგვიანებით კი საქართველოს პარლამენტი მიიღებს.