სახიფათო ხიდი, რომლითაც ყოველდღე ათეულობით ადამიანი სარგებლობს

24 მაისი 2018, 00:00 5661 ნახვა

ხიდი, რომელიც ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია კვლავ დაზიანებულია. მისი რესტავრაციისთვის გასულ წლებში ათობით ათასი ლარია დახარჯული.

დღეს კი დანისპარაულში, რიყეთის ცენტრში არსებულ ხიდს საძირკველი აქვს გამოცლილი. საფრთხეზე საუბრობენ ადგილობრივები, რომლებსაც ამ ხიდით სარგებლობა ყოველდღიურად უხდებათ.  

ხიდი მთებს შორისაა მოქცეული, ორივე მხარეს მეწყრული პროცესი თითქმის ყოველდღიურად ვითარდება. საგზაო დეპარტამენტში ხიდის ადგილმონაცვლეობას განიხილავენ, თუმცა ეროზიული არეალის გამო ჯერ-ჯერობით ადგილი ვერ შეარჩიეს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი