''ნუ დავასწრებთ მოვლენებს, ჯერ-ჯერობით საქმე გვაქვს საკეთებელი'' - ზურაბ პატარაძე გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

24 მაისი 2018, 00:00 2044 ნახვა

''ნუ დავასწრებთ მოვლენებს, ჯერ-ჯერობით ჩვენ საქმე გვაქვს საკეთებელი'' - ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. 

ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ გუნდთან ერთად საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებების შესასრულებლად მუშაობს. მთავრობას კი ამბიციური გეგმები აქვს განსახორციელებელი. 

'' ჩვენ ხელისუფლებაში ორი წლის წინ მოვედით  და დავიწყეთ მნიშვნელოვანი საქმის კეთება,  რაც მთავარია საზოგადოებას მივეცით დაპირება. ძალიან ბევრი საკითხი იყო მოსაგვარებელი და რიგი საკითხები კვლავ რჩება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდთან ერთად, მაქსიმალურად შევეცდებით, ის დაპირება, რომელიც მოსახლეობას მივეცით აუცილებლად შევასრულებთ. gვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტია განსახორციელებელი. ვემზადებით საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებია და რა თქმა უნდა გვჭირდება გაძლიერება, გვჭირდება სწორი მიდგომები და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხალხმა კვლავ გამოგვიცხადოს ნდობა,  კვლავ ვაკეთოთ ხალხისთვის მაქსიმალურად სასარგებლო საქმე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ'' - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი