ბათუმში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების გაერთიანება - საუბნო კავშირები დაფუძნდა

23 მაისი 2018, 00:00 1697 ნახვა

ბათუმში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების  გაერთიანება - საუბნო კავშირები  დაფუძნდა. მათ წარმომადგენლებს ბათუმის მერი შეხვდა. ქალაქში სულ 14 საუბნო კავშირია. პროექტის მთავარი მიზანი ბიუჯეტის და მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვის დროს მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა, ასევე პირველადი პრობლემების და იდეების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების მიმღებ უწყებამდე მიტანაა.

საუბნო კავშირების საქმიანობა ანაზღაურებადი არ არის, თავმჯდომარეს საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით 4 წლის ვადით ირჩევენ. პროგრამას ბათუმის მერიის მხარდაჭერით აიპი განვითარების აკადემია ახორციელებს. 

ამავე კატეგორიაში